პოლიტიკა

არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც პრაიდის კვირეული შეიძლება, არასწორად გამოიყენონ

Nusagi

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“,- აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს ლევან ვასაძისა და ფალავანდიშვილის მომხრეებს, კალაძემ აღნიშნა: „რა შუაშია ფალავანდიშვილი? ვინ ფალავანდიშვილი? ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

ცნობისთვის, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარშის” გამართვა. „ღირსების მარშის” სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,903 ნახვა
%d bloggers like this: