პოლიტიკა

ბუნებრივ კვებაზეა და საღამოს მომიყვანეს პარლამენტში, დეპუტატებმა კი, სესიაზე მიიპატიჟეს

Nusagi

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხის ფოტო, რომელიც სხდომას თავის პატარა შვილთან, ნიკოლოზთან ერთად ესწრებოდა. ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. კეთილგანწყობილ კომენტარებთან ერთად იყო ასეთი გამოხმაურებაც: „ნუთუ პარლამენტის წევრს ძიძა არ ჰყავს? არ შეეძლო სახლში დაეტოვებინა? და სხვ.

როგორც თავად მარიამ ლაშხმა ტვ-იმედის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და , როდესაც პარლამენტში დიდხანს უწევს ყოფნა, პატარა მასთან მიყავთ ხოლმე და მანქანაში  აჭმევს. იმ დღეს, ბავშვის სხდომათა დარბაზში შეყვანა კი, პარლამენტარების ინიციატივა იყო. 

„პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა, ბავშვით სამსახურში სიარული საჭირო არ არის. ვერც ბავშვს მიაქცევ სათანადო ყურადღებას და საქმეშიც ვერ იქნები ისეთი პროდუქტიული. როგორც იცით, იმ დღეს ბატონი პრემიერის ანგარიში ძალიან გაიწელა და ნიკოლოზი საღამოს გვესტუმრა. მას თავისი რეჟიმი აქვს, მეძუძური დედა ვარ. ყოფილა შემთხვევები, მოუყვანით პარლამენტთან და მანქანაში მიჭმევია. იმ დღეს, ნიკოლოზი დეპუტატებმა მიიპატიჟეს, სესიასაც დაესწროსო. ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ყველა პარტია საერთო ტაშით შეხვდაო. ვფიქრობ, ნიკოლოზმა გარკვეული პოზიტივი შემოიტანა იმ დღეს. ეს სიგნალიც იყო იმ დედებისთვის, ვინც ფიქრობს, თანაბრად გადაანაწილოს დედობა და სამსახური ისე, რომ წარმატებული იყო ორივე მხარეს“,-აცხადებს მარიამ ლაშხი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,639 ნახვა
%d bloggers like this: