პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – კახა კალაძე ყველაზე წარმატებული მერია

Nusagi

„კახა კალაძე არის ყველაზე წარმატებული მერი, არ გადავამეტებ და გულწრფელი ვიქნები, რომ ყველა გუნდი იოცნებებდა კახა კალაძისნაირ მერზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, იქნება თუ არა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კახა კალაძის მერობის პერიოდში ქალაქში თვალსაჩინოა პროგრესი, მისი დაპირებების შესრულების ხარისხი და მისი გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით.

„ბოლო დღეებში მას აქვს ანგარიში და ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ არჩეული მერი თავისი ვადის დასასრულს მოსახლეობას ეუბნება, როგორ შეასრულა დანაპირები. სამი თვის წინ თქვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს მერობის კანდიდატის დასახელებას. არაფერი მსგავსი არ იყო, თითქოს თვითონ არ ამბობდა თანხმობას, ან ვიღაცასთან დაპირისპირებული იყო. ყველაფერს აქვს თავისი დრო. პრინციპში, როგორც აღმოჩნდა, „ქართული ოცნება“ მაინც ყველაზე ადრე დაასახელებს ქალაქის მერობის კანდიდატს და ეს იქნება დაახლოებით ერთი კვირის, ათი დღის ვადაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,935 ნახვა
%d bloggers like this: