უცხოური მედია

რუსეთში ჰოსპიტალიზაციისას, პაციენტებს ვაქცინაციის ცნობას მოთხოვენ

Clinical Trial - Vaccine: Covid-19, Coronavirus in vial with syringe on white background. Fake label.
Nusagi

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას, პაციენტებს მოსთხოვენ ცნობას ვაქცინაციის შესახებ. ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ტექსტში ნათქვამია, რომ ვაქცინის შესახებ ცნობა საჭიროა ვაქცინირებული პაციენტებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა აუცილებელი გახდება არა მხოლოდ ჰოსპიტალიზაციისას, არამედ სანატორიუმებშიც.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოსკოვში დროებით იყო შეჩერებული აუცრელი პაციენტების გეგმიური ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ეს არ ეხებოდა სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებს.

ინფექციის გავრცელების ზრდის ფონზე რუსეთში საჯარო სექტორისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლების სავალდებული ვაქცინაცია შემოიღეს.

28 ივლისიდან კი, მოსკოვში დახურულ კაფეებსა და რესტორნებში შესვლა QR-კოდების გარეშე აიკრძალა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,616 ნახვა
%d bloggers like this: