პოლიტიკა

ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას

Nusagi

დღეს (30 ივნისი) ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

www.gov.uk/government/publications/uk-germany-joint-declaration-june-2021

ერთობლივი დეკლარაცია განსაზღვრავს ორი ქვეყნის პრიორიტეტებსა და ამბიციებს ისეთი საკითხების მხრივ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ჩინეთი, ინდო-ოკეანეთი და საერთო ღირებულებები. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ორმხრივი შეთანხმება ბრიტანეთსა და გერმანიას შორის, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს ეხება.

დეკლარაციის ერთი პუნქტი საქართველოს დაეთმო, მასში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის მიმართ მხარდაჭერას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართ და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას. ჩვენ რეგიონის ექვსივე ქვეყანაში რეფორმის პროცესების მხარდაჭერას განვაგრძობთ, რათა მიღწეულ იქნას ხელშესახები პროგრესი საზოგადოებისთვის და გაიზარდოს პარტნიორი ქვეყნების მედეგობა შიდა და გარე შოკების მიმართ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმების მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე მწვავე საკითხების მიმართ, კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას”,-ნათქვამია დეკლარაციაში.

“We reaffirm our shared commitment to security, stability, prosperity, democracy and the rule of law in Eastern Europe and the Southern Caucasus and support multilateral cooperation. We continue to support reform processes in all six countries of the region in order to achieve tangible progress for the public, and to increase the partner countries’ resilience to internal and external shocks. We emphasise the importance of sustainable reform implementation, particularly regarding rule of law and good governance and pressing issues including climate change. With regard to the Southern Caucasus, we underline our support for the sovereignty and territorial integrity of #Georgia 🇬🇪 and for the full implementation of the 2008 ceasefire agreement” – The UK has signed a Joint Declaration with Germany pledging closer future cooperation on foreign and security policy.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: