საზოგადოება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან უქმდება

Nusagi

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს უქმდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.

„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11:00 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,639 ნახვა
%d bloggers like this: