საზოგადოება

დახურული ღონისძიება გვაქვს, მაგრამ ესეც პრობლემაა, აგრესიული ჯგუფები ბოთლებს და კვერცხებს გვესვრიან

Nusagi

„პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგე 11 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოინდომეს. აღნიშნული ნაწილი “პრაიდის კვირეულის” ფარგლებში გამართული კინოჩვენების სივრცემდე მიდიოდა.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა, პრაიდ კვირეულის გახნასთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი 2019 წელის ზაფხულის მოვლენებს ასახავს.

„გარეთ ვნებათაღელვაა, აგრესიული დაჯგუფებები ბოთლებს, კვერცხებს და ქვებს ისვრიან. ამ ეტაპზე პოლიცია მუშაობს, ყველა ინციდენტი პასუხგაცემული იქნა პოლიციის მიერ. გავიგე, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც. ჩვენ გვაქვს დახურული ღონისძიება და ამ ქვეყანაში ესეც პრობლემაა. იმედია, მშვიდობიანად ჩავატარებთ ყველაფერს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: