პოლიტიკა

ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ

Nusagi

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელსაც კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხიდაშელი წერს, რომ იმყოფება გერმანიაში და არსებობს კარგი პროგნოზები.

„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს. კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა… ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს“,-წერს თინა ხიდაშელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,443 ნახვა
%d bloggers like this: