პოლიტიკა

კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე: დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა

Nusagi

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა – ვიმედოვნებ, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, ადამიანებმა, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, მას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ყველანაირი პროცესი, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე, მე მგონი არც არავინ არის წინააღმდეგი და თუ რამე მოსამზადებელი პროცესი წარიმართება პარლამენტში, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, რომ იყოს ბოლომდე გამჭვირვალე და იყოს ყველას ჩართულობა. ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევისას კრიტერიუმები ალბათ, ყველასთვის ცნობილია – დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ამ საქმის პროფესიონალიზმი, რომელიც უნდა იყოს ალბათ, გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება პროცესს ფაქტია, რომ პარლამენტში გადაინაცვლებს ეს პროცესი და საჭირო არის, რომ კონსენსუსით მოხდეს ამის შეთანხმება. თუმცა, არის შესაბამისი მექანიზმებიც, რომელიც გამორიცხავს ჩიხში შევიდეს ეს პროცესი, ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ღია და ინკლუზიური პროცესი იქნება და შერჩეული იქნება კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

მისივე თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მითუმეტეს, მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ხდება ტალახის სროლა და ბოლომდე განადგურება ადამიანის და შემდეგ ვერც ამტკიცებ იმას, რასაც ამბობდი, არ გაქვს არგუმენტები. რა თქმა უნდა, პიროვნულად რთულია ამის გადატანა. პოლიტიკოსებს ეს ხშირად გვაქვს გავლილი, როდესაც აბსოლუტურად არა არგუმენტირებულად ხდება კრიტიკა და მიწასთან გასწორება და შემდეგ ვერც ამტკიცებ, რეალური მიზეზი ან არგუმენტი რა იყო ამის გაკეთების. თამარ ჟვანიამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე არ მიკვირს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, – განაცხადა კუჭავამ.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: