საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი

Nusagi

ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება.

„ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია. მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისს გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: