ჯანდაცვა

20-მდე აბიტურიენტს კოვიდინფექცია დაუდგინდა

Nusagi

კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო ცენტრში ვერ გამოცხადდნენ.

მათ გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასწარ გააფრთხილეს, რომ PCR კვლევაზე მიიღეს დადებითი პასუხი.

კორონავირუსის მიზეზით აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება მათთვის გამოცდები.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სო­ფიო გორ­გო­ძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ

რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ისინი გამოცდის წინ გადიან თერმოსკრინინგს და იმუშავებენ ხელებს სადეზინფექციო ხსნარით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: