Uncategorized

აფეთქება რუმინეთის ქარხანაში – არის მსხვერპლი (ვიდეო)

Nusagi

რუმინეთში, „პეტრომიდიას“ ქარხანაში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. ერთ-ერთმა დაშავებულმა სხეულის 45% დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორემ 25%. ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.

აფეთქება ქალაქ კონსტანცასგან 25 კილომეტრში მდებარე ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადასამამუშავებელ საწარმოში მოხდა

აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გამსკდარი მილი ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე, 100-ზე მეტი მეხანძრე და ექთანი მუშაობდა.

კონსტანცას სასამართლომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: