საზოგადოება

კახა მიქიაშვილი პრაიდზე: როდესაც იცი, რომ ამ პატარა ქვეყანაში კონფლიქტს გამოიწვევ, იქნებ გადადო ეს აქცია

Nusagi

ძალადობა ყოვლად მიუღებელია და ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმედი მაქვს, რომ იმ საზოგადოების ნაწილსაც, რომელიც ამ პრაიდს არ ემხრობა, არ მოწონთ ამ ფორმით პროტესტი. ძალადობა, ქვებისა და ბოთლების სროლა ყოვლად მიუღებელია,-ამის შესახებ რეჟისორმა კახა მიქიაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

თუმცა, მისივე თქმით, პრაიდის ორგანიზატორებმაც თავის მხრივ, არ უნდა ჩაატარონ აქცია, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში კონფლიქტის გამომწვევი იქნება. 

„მე არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უფლებები ილახება. კანონმდებლობის დონეზე რომ იკრძალებოდეს მათი მუშაობა, ტრანსპორტში არ უშვებდნენ, სამსახურში არ იღებდნენ, მეც გამოვალ და მათ დავიცავ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მათი უფლებაა ვის რა მოწონს და ვის რა უნდა, მაგრამ თუ ხვდები, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მისი რელიგიის, ტრადიციის ან რაღაც ნიშნის გამო, ეს მიუღებელია და ამით გამოიწვევ კონფლიქტს, იქნებ სჯობს, რომ ეს არ გააკეთო და გადადო შენი აქცია“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: