მედიცინა

სასწრაფო დახმარების მანქანებს თბილისში მოტოციკლეტები დაემატება

Nusagi

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მალე დაემატება მოტოციკლეტები, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით. 

როგორც ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე კალანდიამ განაცხადა, უწყებას ასევე დაემატება სასწრაფო დახმარების 33 ახალი მანქანა. 

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ფარგლებში დღეს გადმოგვეცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული, თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები“,-განაცხადა მან

რაც შეეხება მოტოციკლეტებს,  ცენტრის დირექტორის თქმით, მოტოპარამედიკოსების მიერ საქართველოში გადამზადებული იქნა 105 მოტოპარამედიკოსი.

„მათ გადაეცემა 35-დან 40-მდე მოტოციკლეტი. ისინი ქუჩებში სწრაფ და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ მოქალაქეებს“,-განაცხადა ალექსანდრე კალანდიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: