საზოგადოება

შესანიშნავი ისტორია ვითარდება, საქართველო გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს და ევროპული სტილის განვითარებას

Nusagi

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში შთამბეჭდავი ჩვენება გაიმართა, რომელიც ლგბტ საზოგადოებასა და ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება.

მისი თქმით, შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში, რომელიც გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას, თანამედროვეობასა და ევროპული სტილის განვითარებას.

„ძალიან შთამბეჭდავი ჩვენება იყო. ეს არის ისტორია, რომელიც ეხება ლგბტ საზოგადოებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს. ჩემი აზრით, შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში, რომელიც გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას, თანამედროვეობას და ევროპული სტილის განვითარებას. ეს არის ის, რასაც ვუფრთხილდებით და დასავლელი პარტნიორები მოწადინებული არიან, დაეხმარონ საქართველოს. ეს მარში ეხება საქართველოს თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გარდაქმნას. ამაყები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს პარტნიორები ვართ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

თბილისში 1-5 ივლისს პრაიდკვირეული იმართება, „ღირსების მარშის“ კი თბილისში 5 ივლისსაა დაგეგმილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: