Uncategorized

ჯეიმს აპატურაი: ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს

Nusagi

„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა იმის ხილვა, რომ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებული რეფორმები ხორციელდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება ევროკავშირის დახმარებით იქნა მიღწეული.

„ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პირველ რიგში კარგი ახალი ამბავია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ რეფორმების განხორციელება სჭირდება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატოსთან დასაახლოვებლად, ნატოში შესასვლელად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: