კრიმინალი

33 წლის ქალი 41 წლის მეზობელს მუქარაში, ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

Nusagi

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, 33 წლის ქალი 41 წლის მეზობელს მუქარაში, ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ქალი აცხადებს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

ქალის ინფორმაციით, თანასოფლელი კაცი ხშირად სვამდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მასთან სახლში მივიდა და ძალის გამოყენებით საკუთარ საცხოვრებელში წაიყვანა.

მისივე თქმით, მეზობელმა მას მუქარის მეშვეობით ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, სახეზე დაზიანებები მიაყენა და გაუპატიურება სცადა. აღსანიშნავია, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„მე და დედა ვიყავით სახლში მარტო. ფეხის ხმა გავიგე და შემეშინდა. შემოვარდა ნასვამი, მომკიდა ხელი და წამათრია მისი სახლისკენ. მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ვერც დედა, ამიტომ დედამ პოლიციას აცნობა. მაიძულებდა ტანსაცმელი გამეხადა. არ მინდა შენთან, მეზობლები ვართ, როგორ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. ის კიდევ მკბენდა სახეზე და ძალადობდა. მერე პოლიციაც მოვიდა. ვითხოვ კანონის ფარგლებში დაისაჯოს“, – აცხადებს ახალგაზრდა ქალი.

სამართალდამცავებმა მამაკაცი სახლში იმ დროს დააკავეს, როცა ქალი ჯერ კიდევ მასთან იმყოფებოდა. ჩატარებულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. დაზარალებულის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი იცავს.

გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: