ჯანდაცვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

„დღეს იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვებგვერდზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო. ვაქცინაციის პროცესის დაწყება კი 5 ივლისს არის დაგეგმილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: