პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სასამართლო სისტემაში საკადრო საკითხების გადაწყვეტაში ხელისუფლების მონაწილეობა სწორედ რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ნიშნავს

Nusagi

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობას პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, ანტიკონსტიტუციურია.

„ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში ჩარევა არის ყოველმხრივ დაუშვებელი. სასამართლო სისტემაში საკადრო საკითხების გადაწყვეტაში პოლიტიკური ხელისუფლების მონაწილეობა სწორედ რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფას ნიშნავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა 9-ვე კანდიდატის დოკუმენტაცია შეისწავლა, განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოითხოვა და დაადგინა, რომ კანონის მოთხოვნებს ყველა მათგანი აკმაყოფილებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: