Uncategorized

პირობას ვდებ, ერთგულად ვემსახურო ჩემს პროფესიას- კოლეჯ „პანაცეაში“ ექთნის ფიცი შეიქმნა

Nusagi

საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“, რომელიც პროფესიონალ ექთნებს ამზადებს, ექთნის ფიცი „პანაცეას ფიცი“ შეიქმნა.

კოლეჯი „პანაცეა“  სიახლეების დანერგვისაკენ  სწრაფვით და  ნოვატორული იდეებით გამოირჩევა. ფიცის  შექმნის შესახებ კოლეჯის   საექთნო პროგრამის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ნინო გულუას ვესაუბრეთ.  

– როგორც დაიბადა „პანაცეას ფიცის“ შექმნის იდეა. 

– საექთნო საქმის სტუდენტებს სამართლებრივ ასპექტებს ვასწავლი. ერთ-ერთი ლექციის თემა იყო „საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, სადაც სტუდენტებს დეტალურად ვესაუბრე, როგორც ექიმის უფლებებზე  და მოვალეობებზე, ასევე   ჰიპოკრატეს ფიცზე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა სახე, რათა თანამედროვეობას მორგებოდა, თუმცა მისი ძირეული აზრი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლით ადრე დაწერა ჰიპოკრატემ, მაინც არ შეცვლილა.  მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე  ფიცს დებს სწორედ ჯანმრთელობის ღმერთების წინაშე, სადაც  მოხსენიებულია პანაცეა, როგორც სამკურნალო საშუალებების, წამლებით მკურნალობის ქალღმერთი.

ყოველი ლექციის ბოლოს სტუდენტებს ვაძლევ დავალებებს და გუნდური მუშაობის შედეგად აკეთებენ  პრეზენტაციას. სწორედ ასეთი დავალების დროს დაიბადა ექთნის ფიცის იდეა.  დავალებაში სიტყვა  პანაცეას შემადგენელი ასოების გამოყენებით უნდა დაეწერათ ექთნის ფიცის  ძირითადი მესიჯები. სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა დავალებამ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა სტუდენტმა უკლებლივ წარმოადგინა „პანაცეას ფიცის“ მისეული ვერსია. სტუდენტებთან ერთად შეირჩა  საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ასე გამოიყურება:

პ- ირობას ვდებ!

-რჩეულ პროფესიაში ვიყო ღირსეული!

– ებისმიერ დროს ჩემი საზრუნავი იყოს პაციენტის ჯანმრთელობა!

-რ გამოვიყენო ჩემი ცოდნა პაციენტის  ჯანმრთელობის საზიანოდ!

-ხოვრების დევიზად გავიხადო ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა!

-რთგულად ვემსახურო ჩემს პროფესიას!

-რასოდეს დავივიწყო მორალური და ზნეობრივი პრინციპები!

-ქ-ნო ნინო , როგორც პროფესიული მასწავლებელი, რას  გვეტყვით სწავლების  თანამედროვე მეთოდზე? 

– პროფესიული განათლება მოითხოვს  ინოვაციურ  მიდგომას სტუდენტებთან და  ეს მუდმივად  შემოქმედებითი პროცესია. პროფესიული მასწავლებლის საქმიანობა ორიგინალური სწავლების ისეთ ტიპს გულისხმობს, რომელიც  ჰოლისტიკური ღირებულებების სწავლებაზეა ფოკუსირებული, რათა მომავალში სტუდენტს ჰქონდეს ლიდერის თვისებები,  გუნდური მუშაობის უნარი,  ინტერპერსონალური კომუნიკაციისა,  ჯანსაღი დიალოგისა და დისკუსიის უნარ- ჩვევები.

ექთნის პროფესია ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და მით უფრო კვალიფიციურის. საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანია დასაქმებული.

-შესაბამისად, ექთნის ხელფასიუნდა შეესაბამებოდეს მის პროფესიონალიზმს

– ექთნის ხელფასი უნდა იყოს შესაბამისობაში იმ მაღალ პასუხისმგებლობასთან,  რასაც ეს პროფესია აკისრებს ადამიანს. ექთნის კვალიფიციურ მუშაობაზე და პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი.  ძალინ დიდი სურვილი მაქვს,  ჩვენს ქვეყანაშიყველაზე მოთხოვნადი-ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდეს.  

ექთნის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით,  საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ აგრელებს რუბრიკას თემაზე „მე ვარ ექთანი, ვამაყობ ჩემი პროფესიით“ 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: