პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი ილია II-ზე: თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა

Nusagi

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ რუსეთისგან მიიღო დავალება, სცადოს ხელისუფლების დაშინება და მოახდინოს ძალის დემონსტრირება – ბერძენიშვილი “თბილისი პრაიდის” შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას “ფეისბუქზე” ეხმიანება. 

“5 ივლისს ქაშუეთთან კონტრაქციის დაანონსებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ფაქტიურად ღიად განაცხადა:

რაკი რამდენიმე ასეული აგრესიული მოძალადის მეტი ვერ გამოიყვანეს ფალავანდიშვილმა და სხვებმა, რაკი დასავლეთმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისი პრაიდს, რაკი ხელისუფლებამ ამჯერად არ მიუშვა მოძალადეები დემონსტრანტების დასარბევად და ა.შ, საპატრიარქო თავად გამოვიდა ასპარეზზე, როგორც მთავარი დაპირისპირებული, რუსული მხარე.

ილია მეორემ, მისმა თანამესაყდრე შიომ და ბევრმა სხვა იერარქმა, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, ეტყობა, მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან – მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების დაშინება/ მოთვინიერება, ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, თითქოს ეს ჩეკისტური, უვიცი და მომხვეჭელი, რუსების ბრძანების შემსრულებელი ყანდურების ორგანიზაცია არის ერის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი და ეროვნული ღირსების დამცველი.

ასევე, საპატრიარქოს აქვს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშნარევი მორჩილების იმედიც.

ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.

თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, დროს და რეალობას აცდენილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა.

ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია. არც იმდენი ხართ, როგორც ბაქიბუქობთ. ხაფანგი დაიგეთ და თქვენვე გაებმებით მასში.

ყველა პარტია და პოლიტიკოსი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ვინც აჰყვება ობერ-პროკურორ კირილეს ადგილობრივ ეგზარქოს ილიას ამ აგრესიულ, ანტიდასავლურ მოწოდებასა და ქმედებაში, იქნება დაუნდობლად შეფასებული და, დარწმუნებული ვარ, დამარცხებული, დანარცხებულიც.

ილია მეორე, შიო და სხვები მიდიან საქართველოს მოქალაქეების ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.

პრაიდი მათთვის საბაბია.

არ გაგატანინებთ, არ ჩაგატოვებინებთ საქართველოს რუსულ ბნელ და აგრესიულ ბუნაგში,” – წერს ბერძენიშვილი.

საქართველოს საპატრიარქომ “თბილისი პრაიდის” კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, საპატრიარქოს მიაჩნია, რომ გარკვეული საელჩოები და ევროპარლამენტარების ნაწილი ქვეყნის ცხოვრებაში მკვეთრად ერევა, რაც, მათი შეფასებით, “უფლებამოსილების გადამეტებაა”.

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი,  თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: