უცხოური მედია

აშშ-ში ბოლო დროს კოვიდ 19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ

Nusagi

აშშ-ში ბოლო დროს კოვიდ 19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფატალური შემთხვევების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ვაქცინაციის გზით.

„მართლაც სამწუხარო და ტრაგიკულია. ამ ყველაფრის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელია. იქ, სადაც გვყავს უზარმაზარი მტერი კორონავირუსის სახით და გვაქვს დასაპირისპირებელი საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია – ეს არის მიზეზი, რის გამოც უფრო სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ის ამ ქვეყანაში სრულყოფილად არ ხორციელდება,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ქვეყანას „აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები”. მან ადამიანებს მოუწოდა, „ყველა უთანხმოება გადადონ და გააცნობიერონ, რომ საერთო მტერი ვირუსია“.

ცნობისათვის, აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსს 605 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: