ბიზნესი

ბესო ხარძიანის ოჯახმა კუს ტბასთან დაკავშირებული დავა მოიგო

Nusagi

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახმა კუს ტბასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოში მოიგო. ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბესო ხარძიანი პროკურატურაში დაიბარეს და 5 მილიონი მოთხოვეს. შვილების თქმით, ბიზნესმენმა, ამ თანხის საშოვნელად კუს ტბის 100%-იანი წილიდან 50% გაყიდა, რის შემდეგაც კუს ტბის 50%-ის მესაკუთრეები გახდნენ გიორგი უდესიანი და გიორგი ქურასბედიანი. თუმცა მალევე მათ მთლიანი წილი მოინდომეს. რის შემდეგაც, 2011 წელს ბესო ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს.

როგორც ბიზნესმენი თავად ყვებოდა, მას გმირთა მოედანზე, ხიდის ქვეშ პირში ნარკოტიკები ჩაუდეს და ძალით გადააყლაპეს, ციხეში წამების შემდეგ კი, კუს ტბის 43% წილის დათმობა აიძულეს.

„უდესიანმა მოგვიყვანა ნოტარიუსი და ხელი მოგვაწერინა, ჩვენ დავთანხმდით იმიტომ, რომ მამაჩემი დარჩენილიყო ცოცხალი“ -ამბობს ბიზნესმენის ქალიშვილი. 

მისივე თქმით, მანამდე ხარძიანმა მომღერალ ბუბა კიკაბიძეს კუს ტბის 7% აჩუქა, თუმცა შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა მომღერალს კითხვა დაუსვეს, ნარკომანი იყო თუ არა ხარძიანი, ბუბა კიკაბიძემ კითხვას თავი აარიდა და განაცხადა, რომ არ იცოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა მამაჩემს, ბუბა კიკაბიძე არ მოიქცა ისე, როგორც კაცი უნდა მოქცეულიყო“,-აცხადებს ხარძიანის ქალიშვილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ბიზნესმენი ვერ მოესწრო. ის დაქირავებულმა მკვლელმა 2015 წელს სადარბაზოსთან მოკლა. როგორც ხარძიანის შვილი ამბობს, შეკვეთილი მკვლელობა პირდაპირ კავშირშია კუს ტბის დავასთან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,570 ნახვა
%d bloggers like this: