პოლიტიკა

ის, რაც ხდება თბილისში, არის „პრაიდის“ უკან მდგომი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

Nusagi

ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში, რადგან სწორედ ისინი ცდილობდნენ წლების განმავლობაში საზოგადოების დაპირისპირებას და ანტიდასავლური გრძნობების გაღვივებას.

„ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლება გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა. ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწფოებრივ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალებას,“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთანავე, ის მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. „მსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის, აქციის მონაწილეების რაოდეობის გამო, თუმცა მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკლაცაიისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: