პოლიტიკა

კარვების მოშლით ენმ-ც კმაყოფილია, დიდი ხანია უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო – სანდრო რაქვიაშვილი

Nusagi

ვფიქრობ, კარვების მოშლით, ყველა კმაყოფილია. ენმ-საც დიდი ხანია უნდა ეს, მაგრამ არ შეეძლო – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვების დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კარვებს რაც ეხება, მგონი, ყველა კმაყოფილია, რადგან დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კარვების მოხსნა, მაგრამ არ შეეძლო. კარვების მოშლა „ქართულ ოცნებასაც“ უნდა. საბოლოო ჯამში, ამ ხალხმა შავი სამუშაოები გააკეთა და ყველა კმაყოფილი იქნება. დანარჩენი, თუ დაპირისპირების შანსი იქნება, იმედი მაქვს, პოლიცია მოქალაქეებს დაიცავს და ძალადობა არ იქნება. მგონია, დიდი ხანია, ეს კარვები მოშლილი უნდა ყოფილიყო. ამ ადამიანებმა ის გააკეთეს, რაც ყველას უნდოდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: