Uncategorized

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“ – თამარ კორძაია

Nusagi

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, რუსთაველზე განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა კარვები დაშალეს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ და დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„პარლამენტში საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ კონსტიტუციით ყველა დაცულიაო, ეს კონსტიტუცია მან დღეს თავზე გადაგვახია, მან არ იცის რას ნიშნავს კონსტიტუცია! მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა. დღეს ის დგას და კიდე ახალისებს ამ ძალადობას, იმიტომ რომ ეშინია, ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა. სამწუხაროა ბატონო ირაკლი მეტი ძალა და უნარი, რომ არ გაქვთ, სამწუხაროა რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრმეირ-მინისტრი“ – აცხადებს თამარ კორძაია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,443 ნახვა
%d bloggers like this: