საზოგადოება

„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიდიან

Nusagi

გავრცელებული ინფორმაციით, „რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიდიან.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდის მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი

„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა პრაიდის წინააღმდეგ. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ თბილისში და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახა ასათიანიც. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.

პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – აცხადებს მარიტა მუსელიანი.
მისი თქმით, ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს. ის აღნიშნავს, რომ აპირებენ დაესწრონ პარაკლისს.

„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ“, – აცხადებს მარიტა მუსელიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,443 ნახვა
%d bloggers like this: