საზოგადოება

ღირსების მარშის ღონისძიების დრო და ადგილი შესაძლოა შეიცვალოს

Nusagi

“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დღეს ე.წ. ღირსების მარში იმართება.

მსვლელობა საღამოს 18:00 საათისთვის რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღამდე იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ღონისძიების დრო და ადგილი შეიცვალოს. პრაიდის ორგანიზატორები,  შესაძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ორგანიზატორების თქმით, კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. 

“ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ.

გელოდებით ღირსების მარშზე! მანამდე კი გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ივენთში თბილისი პრაიდის მიერ განთავსებულ ინფორმაციას https://www.facebook.com/events/2959409597673190/ -” ნათქვამია  “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: