საზოგადოება

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი: აღარ შეიძლება, რომ მსოფლიომ მხოლოდ COVID-19-ზე იფიქროს

Nusagi

აღარ შეიძლება, რომ მსოფლიომ მხოლოდ COVID-19-ზე იფიქროს და უგულებელყოს ჯანმრთელობის სხვა მნისვნელოვანი საკითხები, ეკონომიკურ პრობლემები და განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, კორონავირუსია და არა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, ჩვენი ეკონომიკური პრობლემები, განათლების სფეროში არსებული გამოწვევები. უნდა გამოვიყენოთ ვაქცინა, რომელიც, საბედნიეროდ, მუშაობს“, – აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

19 ივლისიდან დიდ ბრიტანეთში თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კოვიდსიტუაცია შესაბამისი იქნება, 19 ივლისიდან დიდ ბრიტანეთში არ იმოქმედებს შეზღუდვები სოციალურ კონტაქტზე, ყველა დარჩენილი ბიზნესი, მათ შორის ღამის კლუბები, მუშაობას განაახლებს, აღარ იმოქმედებს წესები მაღაზიებში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მთავრობა აღარ მოსთხოვს მოქალაქეებს სახლიდან მუშაობას.

გასულ თვეში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების საბოლოოდ მოხსნა ოთხი კვირით გადადო ე.წ. ინდური ვარიანტის შემთხვევების ზრდის გამო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: