საზოგადოება

ვინ არის პირი, რომელმაც გუშინ პოლონელი ტურისტი სასიკვდილოდ გაიმეტა

Nusagi

პროკურატურამ თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენებისას პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულ გ.ხ.-ს მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.ამასთან, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

როგორც „ინფო ფოსტალიონისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც ვორონცოვის ტერიტორიაზე ცხოვრობს. თვითმხილველმა, რომელიც მისი დაკავების ფაქტს შეესწრო, გვითხრა, რომ მამაკაცი, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა დააკავეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციის ავტომობილში გაღიმებული სახით იჯდა.

„მე ხეთაგუროვის ქუჩაზე ვცხოვრობ, ეს ბიჭი კი, ვორონცოვის ტერიტორიაზე. თავად ვნახე დაკავებული, როგორ იყურებოდა პოლიციის ავტომობილიდან, სრულიად შეურაცხადი, გაღიმებული სახით. ეტყობოდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ჩაიდინა. ვნახე მისი დაც, რომელმაც თქვა, რომ ძმა სახლიდან გამოიპარა და თავს დაესხა პირველივე შემხვედრს. დაკავებულის და ძალიან ანერვიულებული იყო და უარყოფდა, იმ წუთებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისმა ძმამ დანაშაული ვიღაცის საყურის, ან გრძელი თმის გამო ჩაიდინა“, -გვითხრა თვითმხილველმა.  

თვითმხილველის თქმით, როგორც დაკავებულის დამ მეზობლებს უთხრა, მსხვერპლი ნებისმიერი გამვლელი შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან მისი ძმა იმას დაესხა თავს, ვინც სახლიდან გამოსულს, პირველი შეხვდა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: