პოლიტიკა

რუსთავი2-ის ექსპერიმენტით ყველამ დაინახა, რომ საზოგადოება ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ ჩაგრავს

Nusagi

არა ძალადობას! დიახ, არა ძალადობას, რადგან ყველა სახის ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, მორალური და ა. შ. ძალადობაა, როდესაც განსხვავებული აზრის ან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, ძალადობაა ისიც, როდესაც ადამიანებს თავს ახვევენ მათთვის სრულიად მიუღებელ ცხოვრების წესს, აიძულებენ ბუნებრივად და ნორმად მიიღონ ის, რაც მათ არაბუნებრივად და არანორმალურად მიაჩნიათ,-ამის შესახებ საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლეიშვილი და ტარიელ ღვინიაშვილი 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს ეხმაურებენ და აცხადებენ, რომ ლგბტ თემის მიმართ ქართულ საზოგადოებას არავითარი განსაკუთრებული გართულება არ გააჩნია, მაგრამ არ უნდა ნორმად და ბუნებრივად მიიღოს მათი ცხოვრების წესი, რასაც აიძულებენ პრაიდების მომწყობები.

„პრობლემა სწორედ ამაშია და არა იმაში, რომ საზოგადოება ლგბტ თემის წარმომადგენლებს ჩაგრავს და ავიწროვებს, თორემ თუნდაც რუსთავი-2-ის მიერ ჩატარებული და გუშინწინ ნაჩვენები ექსპერიმენტით ყველამ დაინახა, რომ ტრანსგენდერის ფორმაში სპეციალურად ჩაცმული და მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში მოსიარულე მსახიობი არათუ არავის შეუწუხებია, ზოგიერთმა შემთხვევითმა გამვლელმა სიმპათიაც კი გამოუხატა და მხოლოდ დღის ბოლოს გამოჩნდა მის მიმართ 2 აგრესიულად განწყობილი მოქალაქე, რომლებსაც ამ აგრესიის გამოხატვის საშუალება ისევ სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს. ამდენად, მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საზოგადოება აგრესიულობას და მიუღებლობას იჩენს ლგბტ თემის მიმართ, არამედ იმაში, რომ საზოგადოებას არ უნდა ნორმად და ბუნებრივად მიიღოს მათი ცხოვრების წესი. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჰომოსექსუალიზმის ჰეტეროსექსუალიზმის მსგავს ნორმად და ბუნებრივ ცხოვრების წესად დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, რასაც აიძულებენ პრაიდების, გეი-აღლუმების და გეი-ფართების მომწყობები, მხარდამჭერები და პროპაგანდისტები, თორემ ლგბტ თემის მიმართ არავითარი განსაკუთრებული გართულება საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია (აქ არ ვგულისხმობთ საზოგადოების უმცირეს აგრესიულ ჯგუფებს).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასაგმობია არა მხოლოდ ჟურნალისტების მიმართ ცალკეული ჯგუფების მიერ გამოვლენილი ძალადობა და ამ ყველაფერში პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა, არამედ ამ მოვლენებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება სხვებსაც. მაგალითად, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ პრაიდის ჩატარების უსაფრთხოებას და არ ითვალისწინებდნენ საპროტესტო აქციის მოსალოდნელ მასშტაბებს, ასევე იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც რეალურად ვერ აფასებენ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობებს და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ზღვარზე მოუწოდებდნენ ყველას, რომ ეს აღლუმი აუცილებლად ჩატარებულიყო. იგივე სახალხო დამცველს, რომელმაც ხელისუფლებას იმისთვის უსაყვედურა, რომ მან ადეკვატური ძალა არ გამოიყენა ანტი-პრაიდის მონაწილეთა მიმართ. ადეკვატური ძალა კი ასეთ შემთხვევაში ალბათ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები იქნებოდა.საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა, ყველა მხარის ძალისხმევა იმ მიზნების კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, რომელსაც ერთი თუ მეორე მხარე ისახავდა მიზნად, მაგრამ უფრო მეტი ზიანი ამ ყველაფრით ლგბტ თემის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა მიიღეს და რაც მთავარია, ჟურნალისტების მიმართ გამოხატული აგრესიით და ძალადობით სამწუხაროდ, 5 ივლისს რეპუტაციული ზიანი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ.

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები)“-წერია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: