საზოგადოება

ემოციურად დამუხტულ ადამიანთან რომ მიდიან მიკროფონით და გამომწვევად ეკითხებიან, „ხართ თუ არა პუტინისტური ძალების წარმომადგენელი?“ და ა.შ. რთულია ემოციის ჩახშობა და კონტროლი

Nusagi

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

„საკუთარი ემოციების კონტროლი, მითუმეტეს ექსტრემალურ სიტუაციებში, ისევე შეუძლებელია, როგორც საკუთარ სხეულში ერითროციტების გამომუშავების. ემოცია შეიძლება მხოლოდ ჩაახშო, რაც კონფლიქტოგენურ გარემოში არც ისე იოლია. როდესაც ემოციურად დამუხტულ ადამიანთან მიდიან მიკროფონით და კამერით და გამომწვევად ეკითხებიან, „ხართ თუ არა პუტინისტური ძალების წარმომადგენელი?“ და ა.შ. რთულია ემოციის ჩახშობა, კონტროლზე ხომ საერთოდ არაა საუბარი.

ჟურნალისტებზე ძალადობა, რასაც ბუნებრივია არანაირი გამართლება არ აქვს, ჩემი აზრით, ძირითადად უკონტროლო ემოციების ფონზე მოხდა. მანიპულაციური მეთოდები ხომ ძირითადად ადამიანის ემოციების გამძაფრებასა და რაციონალურის გამოთიშვაზე მუშაობს. მავანთ კარგად და პროფესიონალურად იზრუნეს იმაზე, რომ სწორედ ემოციებით ყოფილიყო მართული იქ მყოფი ხალხის ქცევები“,-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: