პოლიტიკა

ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ

Nusagi

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქეები.

როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადმოსახედიდან შესაფასებელი შემთხვევა. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს უუნარობის გამოხატულება იყო. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და ხელმძღვანელებმა გვითხრეს: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო?“

ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიცოდით წინასწარ ასე რომ იქნებოდაო. გაგაფრთხილეთ და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურის პიკი.

ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე, თურმე სხვები არიან პასუხისმგებლები – უსუსურობაა. ამის შემდგომ, რაც უფრო მიუღებელი იყო, სახელმწიფო, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავის პასუხისმგებლობაზე. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ჩემს სახელმწიფოზე ვსაუბრობ, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ“,-აღნიშნავს გახარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: