საზოგადოება

მცემეს ვარდისფერი შორტებისა და ყვითელი მაისურის გამო

Nusagi

6 ივლისს, პარლამენტის წინ შეკრებილ მდუმარე აქციას ესწრებოდნენ ის ადამიანებიც, ვინც წინა დღეს ფერადი სამოსის, ან სხვა აქსესუარის გამო, ქუჩაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფერადი მაისურისა და შორტების გამო სცემეს.

„ჩამოვედი, ყვითელი მაისური მეცვა და ვარდისფერი შორტები. გეი ხარო, მკითხეს. მე ვუთხარი არა მეთქი, აბა ეს რატომ გაცვიაო. მინდა და მაცვია მეთქი. ამის შემდეგ, ოცი კაცი დამესია და მცემეს“,-განაცხადა აქციის მონაწილემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: