საზოგადოება

ნეტავ ვინაა ის პატარა, ხელის მოთბობას რომ აპირებს ამ დაძაბულობაზე, რაო ჯაფარ რაო?

Nusagi

ნეტავ ვინაა ის პატარა, ხელების მოთბობას რომ აპირებს ამ დაძაბულობაზე? ვინაა პატარა მოღალატე?, რაო ჯაფარა რაო, შენი შვილებისთვის კარგი ქვეყანა გინდა? ,-აასეტი ირონიით ეხმაურება კანადაში მცხოვრები ბლოგერი Natia Colussi ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციურ ვიდეოს, რომელიც ამ უკანასკნელმა 5 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაწერა. 

ბლოგერი აცხადებს, რომ პრაიდის მოძრაობის უკან რეალურად ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმაა, რომელიც სხვის უფლებებს არანაირად არ დაიცავს.

„რეალურად, ეგენი არიან სიძულვილზე მომართულნი, ამხელა ბულინგი, ასეთი მუქარები არცერთი ჯგუფისგან არ შემხვედრია, ჩემს ვიდეოებს 200 ათასიდან 3 მილიონამდე ნახვა ჰქონდა ხოლმე მთელი მსოფლიოდან. არავისგან არ მიმიღია ისეთი ბულინგი, როგორც ამ „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ ადამიანებისგან. როდესაც გაიძულებენ და სიტყვებს გიდებენ პირში, რა უნდა ილაპარაკო, ეგ არ არის თავისუფლება. როდესაც არ ეთანხმები ვიღაცის დოქტრინას, არ იღებ და არ გინდა, გიწოდებენ ჰომოფობს“,-აცხადებს ბლოგერი.

მისივე თქმით, ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს გეის და ლესბოსელს და ეს ასეც არის, რადგან ერთადერთო დაძაბულობა ქუჩაში მხოლოდ მაშინ იქმნება, „როცა მაგ არასწორი, დამპალი ორგანიზაციის, პრაიდის დროშის აფრიალება უნდათ“.

„ხშირად გვსმენია მათი არგუმენტი- რაო, გეი გადამდებია? არსებობს სტატისტიკა – ამერიკის და კანადის ბევრ სკოლებში აქვთ გაკვეთილები გენდერის, იდენტობის. და იმ კლასებში, სადაც ასწავლიან, რომ სქესი არის უბრალოდ სოციალური კონსტრუქცია და შენ შეგიძლია აირჩიო, მინიმუმ 5 გოგოს უჩნდება სქესის შეცვლის სურვილი. ამერიკაშიც და კანადაშიც არის კანონი, რომ თუ 11-12-13 წლის ბავშვი მივა ფსიქოლოგთან და ეტყვის, რომ მოწონს ისეთი რაღაცეები, რაც ბიჭს, და კითხავს, ბიჭი ხომ არ ვარო, ექიმს არ აქვს შეწინააღმდეგების უფლება და ის არა მხოლოდ უნდა დაეთანხმოს, არამედ დაუმტკიცოს, რომ დიახ, ასეა. მითხარით, თინეიჯერობის დროს რომელი თქვენგანი გრძნობდა საკუთარ სხეულში თავს ძალიან კომფორტულად? და რომელი არ დაიბნეოდით, ეგეთი დებილობები რომ ესწავლებინათ სკოლაში.

14 წლამდე საერთოდ არ ვფიქრობდი, გოგო ვიყავი თუ ბიჭი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ბიჭები მყავს ნაცემი. ასე რომ ესწავლებინათ, მეც შეიძლება, მეფიქრა, შინაგანად ბიჭი ხომ არ ვარ? მიხვალ ასეთ დროს afirmation თერაპვეტთან, რომელიც აუცილებლად გეტყვის, ხო, შენ ნამდვილად ბიჭი ხარ და მერე ჰორმონებზე გსვამენ, თინეიჯერ გოგონებს ტესტოსტერონზე სვამენ, უფლებას აძლევენ, მკერდი მოიჭრან. 

დღეს ამერიკასა და კანადაში ბუმია, როდესაც ადამიანებს თავიანთი სქესის დაბრუნება უნდათ, ანუ გადაიკეთეს სქესი და ახლა უკან დაბრუნება სურთ. ეს რატომ ხდება თქვენი აზრით?“,-სვამს კითხვას ვიდეოს ავტორი.

მისივე თქმით, გეებისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი თავისუფლებაა.

„ბოლოს როდესაც ვიყავი თბილისში, ყველაზე კარგი გეიკლუბებში და გეიბარებში ძალიან კარგი თავისუფლებაა, დროშა რომ არ ააფრიალოთ, არავინ არ გამოგეკიდებოდათ, მაგრამ არა, მაინცდამაინც ამ დამპალი, რებრენდირებული კომუნიზმის დაკანონება ვისაც უნდა, სწორედ მაგათ გამოა, რომ თქვენც იჩაგრებით. არ მაინტერესებს, გეი ხარ, თუ ლესბოსელი. უბრალოდ, დაგუგლე და ნახე, რა ორგანიზაციაა. მე მხარს გიჭერ, მაგრამ მაგ დამპალი ორგანიზაციის დროშის ფრიალს მხარს აღარ დავუჭერ. იმიტომ, რომ მივხვდი, რაც არიან და იქნებ, თქვენც მიხვდეთ“,-აცხადებს ბლოგერი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,675 ნახვა
%d bloggers like this: