პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი- ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით

Nusagi

ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახით დისკრიმინაციით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრებები. გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას და ვიხილოთ, როგორ განხორციელდება ეს პროცესები, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში მივიდა და „ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“.

,,მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ და გუშინწინ მოხდა ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერთან და მიმაჩნია, რომ ახლა მისი სახელითაც ვსაუბრობ როდესაც ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი არ იშვება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახით დისკრიმინაციით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრებები. გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ, გვინდა ვიხილოთ როგორ განხორციელდება პროცესები. მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: