პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები პრემიერ-მინისტრის, შსს მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლას ითხოვენ

Nusagi

ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში პრემიერ – მინისტრის და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების მისვლას ითხოვენ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ადამიანებისა და ქვეყნის ძალადობისგან დაცვაზე, მობრძანდნენ პარლამენტში და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცენ პასუხი. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს“- ამბობს “პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური. „კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორებ – საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს საზედამხედველო ფუნქცია ეკისრება და ჩვენ კი არ უნდა ვითხოვდეთ – პარლამენტის თითოეული წევრი უნდა გამოდიოდეს და უნდა ითხოვდეს, მინიმუმ შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მობრძანებას.

პირველ რიგში, ეს ადამიანები ახალისებდნენ ყველაფერს – არ აკეთებდნენ არაფერს, რომ ძალადობა არ დაეშვათ და პრევენცია დროულად მოეხდინათ. ამიტომ, ვალდებულები არიან, რომ მოვიდნენ და საზოგადოებას ყველა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი გასცენ. სახელმწიფო ვალდებულია, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ძალადობის ორგანიზებულ ხასიათთან დაკავშირებით და აი ამ მაღალი თანამდებობის პირებმა გასცენ კითხვებზე პასუხი ამ გამოძიების ფარგლებში, რატომ დაუშვეს ის, რაც დაუშვეს.’’- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი – ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ​

2019 წელს, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და აქტივისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ღონისძიებების მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით ჩატარებაზე განუმარტეს, რომ პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო ღონისძიების ასე ჩატარება შეუძლებელი იყო და ორგანიზატორების მონაწილე პირებისთვის უსაფრთხო გამოხატვის ალტერნატიული შესაძლებლობები შესთავაზეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: