პოლიტიკა

რაც არ უნდა დასანანი იყოს, დადასტურდა, რომ ტელევიზიების, ჟურნალისტების მიმართ ხალხის ნდობა 0-ის ტოლია!

Nusagi

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„აი, რა მოხდა 5-6 ივლისს საქართველოში!

1. მოხდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, თბილისის დიდი სინაგოგის, მუსლიმთა სამმართველოს, იეზიდთა კავშირის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ქართველი ხალხის სრული კონსოლიდაცია ეროვნული ღირებულებების, ოჯახისა და ერის ტრადიციების, ადამიანთა მთავარი უფლებებისა და თავისუფლებების გარშემო! მადლობა, ამ ერთიანობისთვის!

2.ჩაიშალა და საბოლოოდ დაესვა წერტილი ლჯბტQ+თემისა და “პრაიდის” დროშას ამოფარებული პოლიტიკური გეიპარტიების, საერთაშორისო მოძალადეების, ტელე და NGO ჯგუფების სამომავლო მსუყე დაფინანსებისა და პოლიტიკური პროცესების მართვის პერსპექტივას!

3. არ და ვერ მოხდა სახელმწიფოს სისუსტისა და ხელისუფლების ცვლილების საჭიროების დემონსტრირება!

4. ვერ შეძლეს პოლიციის, როგორც სტაბილურობისა და სახელმწიფოს სიმტკიცის, დისკრედიტაცია!

5. მოხდა, მორწმუნე საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ეროვნული ღირებულებების, ჩვენი ოჯახებისა და მომავალი თაობების გახრწნასა და გადაგვარებაში მონაწილე ლიდერების, ჟურნალისტების, NGO-ების, მაღალჩინოსნების, პატრიების, სპიკერბის და ექსპერტების სრული, სახელობითი ლუსტრაცია!

6. თვალნეთელი გახდა, რომ ფერადოვან ფაშიზმს საქართველოში მხარდაჭერა არა აქვს. სწორედ ამიტომ მოხდა მეორე შეკრებისათვის ჟურნალისტებზე ძალადობის თემის წამოწევა.

7. რაც არ უნდა დასანანი იყოს, დადასტურდა,რომ ტელევიზიების, ჟურნალისტების, მედიაპროექტების მიმართ ხალხის ნდობა 0-ის ტოლია!

8. გუშინ, ღამით, საკუთარი ღირსების და ოჯახების დასაცავად გამოვიდა თბილისი და ახალგაზრდობა! ეს ფაქტია! ახლა, მიდით და დაუძახეთ თქვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს მოძალადეები!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: