საზოგადოება

სად იყავით თქვენ, როდესაც მე პრაიდებზე გამოვდიოდი, გეებს და ლესბოსელებს მხარს ვუჭერდი

Nusagi

ვიდეოს ჩაწერას არ ვაპირებდი ამ თემაზე, რადგან ძალიან დიდი დაძაბულობაა და არ მინდა, ხალხმა თავისი გაბრაზება ჩემზე გადმოიტანოს, თუმცაღა, მიჩვეული ვარ ინტერნეტში დაუმსახურებულ ბულინგს, ასე, რომ let’s go!,-ასე იწყებს თავის ვიდეომიმართვას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ბლოგერი Natia Colussi, რომელიც ამჟამად კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს.

ვიდეოს, რომელიც 19 საათის წინ გამოქვეყნდა, უკვე 16 ათასამდე გაზიარება. 13 ათასზე მეტი მოწონება და 4 ათასზე მეტი კომენტარი აქვს. 

ბლოგერი ვიდეოში აღნიშნავს, რომ ძალადობა მიუღებელია და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ვინმეს ცემა, ვინმეს დაარტყა, ან დაჭრა. ავტორი ასევე საუბრობს პრაიდის უკან ამოფარებულ გეგმებზე, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში შეუმჩნეველია, თუმცა კანადასა და სხვა ქვეყნებში უკვე ხელის გულზე დევს. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია არის საყოველთაო ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი ხერხი. 

ავტორი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ფეისბუქზე ავატარად ლგბტქ-ცისარტყელა დაიყენა.

„სად იყავით თქვენ, როდესაც მე პრაიდებზე გამოვდიოდი, პრაიდებს მხარს ვუჭერდი, გეის და ლესბოსელებს მხარს ვუჭერდი და არც ახლა განვიკითხავ. სად იყავით თქვენ, მე რომ კანადაში 2015-ში , 2017-ში, 2019-ში პრაიდზე ვიყავი და 2020-ში რომ დავაყენე ეს მშვენიერი ფოტო, რომ მხარი დაუჭირონ love-is love-ს. როგორი ნათელი და კეთილი სახით მოდის ეს ყველაფერი და რა მარტივია, რომ შეცდე და ვერ მიხვდე, სინამდვილეში რა არის.

რწმენაზე, ღმერთზე არ ვაპირებს საუბარს. არანაირად არ გჭირდება ამ საქმეში გარიო ღმერთი იმისთვის, რომ მიხვდე, ესენი ვინ არიან. შარშან მეც არ ვიცოდი და მართლა მეგონა, რომ ეს მოძრაობა სიყვარულისთვის იყო. თქვენ არ მისულხართ ისე ახლოს, რომ გაგერკვიათ, რა არის რეალურად მოძრაობა „პრაიდი“ და რას აკეთებენ. საიდან დავიწყო, ისიც არ ვიცი, იმხელა სიბინძურეა. მე ბიბლიურ სიბინძურეზე არ ვიძახი. პოლიტიკურ სიბინძურეზე ვამბობ. მაგათ ვინმეს უფლებების დაცვა კი არ უნდათ, ძალაუფლება უნდათ. და ეს კარგად დამტკიცდა იმ ქვეყნებში, სადაც ამ ორგანიზაციას კარი ბოლომდე გაუხსნეს. ეს არის კანადა, აშშ და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი. 

მაგალითად კანადაში, უკვე 5-6 წელია, ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი მეცნიერების გაყრა დაიწყეს ინსტიტუტებიდან, წელს უფრო გამძაფრდა. კიდევ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური სიბინძურის მანქანა და არსებობს იმისთვის, რომ დომინიზაცია გაუკეთოს ხალხს. დაადებილეს ხალხი, კოგნიტური დისონანსი დამართეს, რეალობას ვეღარ აღიქვამს ხალხი, იმდენად დააშტერეს. მეცნიერება შეცვალეს, თითქოს სქესი არ არსებობს, ანუ ქალი და კაცი არ არსებობს, ეს არის თითქოს რაღაც სოციალური წარმონაქმნი და შენი სქესის არჩევა შენ შეგიძლია.

მე ძალიან ხშირი შეხება მქონდა მათთან, მაგრამ როგორც კი რაღაც ისეთს ვიტყოდი, რაც მათი შეხედულებით, არასწორი იყო, მაბულინგებდნენ. მაგალითად, ჩემს ვიდეოებში როდესაც ქალზე ვსაუბრობდი, მეუბნებოდნენ, ნუ იძახი ქალს, რადგან ეგ ტრანსგენდერების შეუარცხყოფააო. ესენი არიან ერთ-ერთი ფრთა იმისთვის, რომ შექმნან საყოველთაო, რებრენდირებული კომუნიზმი. იქნებ გაიხსენოთ, როგორ მუშაობს პროპაგანდა, ვგიჟდები, საბჭოთა კავშირ-გამოვლილი ხალხი როგორ ვერ ამჩნევთ პროპაგანდას ტელევიზიებიდან, რაღაც აჯენდის შემოთხრა რომ უნდათ სახეში, როგორ ვერ ხვდებით.

მათ უნდათ, მთლიანად დაშალონ ადამიანი, უნდათ, რომ აღარ არსებობდეს საღი აზრი. უნდათ, ამოთხარონ ადამიანის გონება, გადააკეთონ. სამსახურიდან აგდებენ, ვისაც უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არასწორად თქვეს. ჰომოფობიურს ეძახიან ყველაფერს, რაზეც კითხვის ნიშანს დასვამ, ან ამათ საწინააღმდეგოდ იტყვი. მაგალითად, თუ სქესი არ არსებობს, ტრანსგენდერები რატომ იცვლიან სქესს? ასეთ კითხვებს მეცნიერები ვეღარ სვამენ, თუ დასვამან, ეგრევე აგდებენ სამსახურიდან. მათი ცნობილი ხერხებია: საყოველთაოდ შერცხვენა (რაც საბჭოთა კავშირში ცნობილი ხერხი იყო) სამსახურიდან გაგდება, და ზოგჯერ, მთლიანი ცხოვრების დანგრევა“,-აცხადებს ბლოგერი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: