სამართალი

შსს ჟურნალისტებს უახლოეს 10 წუთში მითითებულ ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდებს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს მიმართავს და უახლოეს 10 წუთში მათთვის მითითებულ ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მივმართავთ, უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება მედიისთვის საკონტაქტო პირების ინფორმაციასაც უთითებს. ტატო კუჭავა – 577 77 16 12; ანანო ბარაბაძე – 599 298581

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: