პოლიტიკა

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

Nusagi

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი, 16 პირს აქვს. საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას გაივლიან: ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კი, დღეს გასაუბრება გაიმართება კანდიდატებთან: ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი.

შეთავაზებულ კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით განისაზღვრება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო და მას საქართველოს პირველი არხი ვებპორტალზე 1tv.ge შემოგთავაზებთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: