სოციალური ქსელები და მედია

TV პირველის გავრცელებული ფოტო, რომელზეც LGBTQ-ს მხარდამჭერი მონაზონია ასახული, FAKE აღმოჩნდა – ვის ეკუთვნის ფოტო

Nusagi

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური  უარყოფს „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, და მეტიც – ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი არ არსებობს.

„დღეს „TV პირველმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ გამოხატავს ლგბტქ+ თემისადმი სოლიდარობას ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, უფრო მეტიც, ნეკრესის ეპარქიაში არც დედათა მონასტერი არსებობს და არც ეს პიროვნება განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოღვაწეთა რიცხვს. ამასთან, ინტერნეტსივრცეში არც ამ სახელით არსებული Facebook-გვერდი იძებნება. სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არც ქართველია და შესამოსელზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ მას რუსული ეკლესიისათვის დამახასიათებელი შესამოსელი აცვია.

შესაბამისად, ეს ყოველივე მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და თანხმლები ინფორმაცია ფალსიფიკაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამიტომ გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავოთ მსგავსი შინაარსის ფოტომასალის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: