სამართალი

განცხადებები, თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტებს სცემონ, იდიოტიზმია

Nusagi

მასობრივი, სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად დაწყებული ჟურნალისტების დევნა, ეს არის მიუღებელი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

„თითქოს, გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტებს სცემონ, უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს და სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი, თუ ძლიერი, მინისტრი თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რამ გააკეთო.

სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ჟურნალისტებზე ასეთი აგრესია წამოსულიყო. არასოდეს! რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თითოეული შემთხვევა იყო, ხელის დარტყმა, მაგრამ ასეთი მასობრივი, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა, ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, საშინელებაა. ვგმობ, ძლიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა, არ ეხმარებოდნენ – ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ; თავები აქვთ გატეხილი. ოპერაცია გაუკეთეს“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, როგორც შეეძლოთ, მოძალადეებს აკავებდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: