სამართალი

ვახტანგ გომელაური- სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები

Nusagi

შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

„ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

5 ივლისს აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: