სამართალი

“იცით, რა მიწოდეს ჟურნალისტებმა?! ვინანიებ… სოციალურად დაუცველი 2 შვილის მამა ვარ

Nusagi

მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, – ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა მჭედლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის აქციაზე ჟურნალისტების ნათქვამმა ფრაზებმა გაღიზიანა.

„რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ, მაპატიეთ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ.

ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, – განაცხადა მჭედლიძემ.

მას ადვოკატი არ ჰყავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: