უცხოური მედია

რუსეთში, ვიცე-გუბერნატორი სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო, სკანდალში გაეხვა

Nusagi

რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო, სკანდალში გაეხვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რეგიონის ვიცეგუბერნატორ აიაგმა ვანჩიკოვას ფოტოს გამო მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ყვავილების თაიგულს, რომელიც ქალს ხელში უჭირავს. ვარაუდობენ, რომ ეს არის იშვიათი ჯიშის ლილიები, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. 

უწყებაში განმარტავენ, რომ დგინდება, მართლა არის თუ არა ეს ყვავილები გადაშენების პირას მყოფი ყვითელი ლილიები. 

თავად ვიცე-გუბერნატორმა ფოტო მალევე აიღო. 

მსგავსი კაზუსი ივნისში კრასნოიარსკის შსს-ში მოხდა. უწყების თანამშრომლებმა გადაიღეს ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ბუნებაში მოსეირნე პოლიციელი. ის ხეებს ეხუტება და ყვავილების თაიგულს ყნოსავს, რომელიც, ბოტანიკოსების თქმით, წითელ წიგნში შეტანილი Prímula macrocályx-სგან არის შეკრული. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: