მედიცინა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

Nusagi

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდატურდა.

როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

„PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ორი თვის ბავშვები არიან. ერთს აქვს „ბრიტანული“ შტამი და მეორეს „დელტა“, ანუ ინდური. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: