პოლიტიკა

„არ შეიძლება, რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორეს უმტკიცოს, როგორ უყვარს სამშობლო“ – გახარია

Nusagi

„არ შეიძლება, რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია – შეუძლებელია ეს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველია.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი – ჩვენი ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ – ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ – არაფერი არ გამოვა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: