სპორტი

ევროკომისიის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალია ინგლისს დაამარცხებს

Nusagi

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალია ინგლისს დაამარცხებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის ქომაგობს ურსულა ფონ დერ ლაიენი ფინალში, ევროკომისიის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა:

მისი გული „სკუადრა აძურასთანაა“. ამიტომაც კვირას იტალიას უგულშემატკივრებს.

ევროკომისია, ზოგადად, ნეიტრალური რჩება მაშინ, როდესაც სპორტულ შეჯიბრებებში ერთმანეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპირისპირდებიან, თუმცა Brexit-მა ევროკომისიის არჩევანი გარდაუვალი გახადა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: