პოლიტიკა

თალაკვაძე ჟურნალისტებს – იძაბებით ჯვრის დანახვაზე? კარვები და სააკაშვილის კომიკური ბანერი თვეების განმავლობაში არ გაწუხებდათ?

Nusagi

იძაბებით ჯვრის დანახვაზე?- მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.

“იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა.

მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი – საქართველოს პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა,”- განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: